2024 წლის 30 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ატარებს ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს.